ინგრედიენტები:
300გ ფქვილი
14გ გამაფხვიერებელი
3გ სოდა
მწიკვი მარილი
5გ ვანილიშ შაქარი
45-60გ შაქარი
450გ მაწონი
4 კვერცხი
50გ კარაქი გამდნარი
160გ მოცვი (შეგიძლიათ გამოტოვოთ)
1 ფორთოხლის ცედრა
გაცერით ფქვილი, დაამატეთ გამაფხვიერებელი, სოდა, მარილი, ვანილი. მოურიეთ ისე, რომ მშრალი ინგრედიენტები გაერთიანდეს.
მეორე ჯამში ჩაასხით მაწონი, დაამატეთ კვერცხი და შაქარი, ხელის სათქვეფით გადათქვიფეთ. ძალიანაც არ თქვიფოთ, მარტო გაერთიანებამდე. დაამატეთ გამდნარი კარაქი და ცედრა.
ფქვილში გააკეთეთ ჭა და მიღებული თხელი ცომი ჩაასხით, თან ურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი, სქელი ბლინების ცომი. ჩაყარეთ კენკრა, მოურიეთ და მალე გამოაცხვეთ. ამ ცომს არ უყვარს დიდი ხანი გაჩერება.
ცხელ ტაფას წაუსვით ზეთი და დაასხით ცომი, ორივე მხარეს გამოაცხვეთ.
ძალიან გემრიელია, სანამ თბილია. უხდება არაჟანი, თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი.