კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა

1. ზოგადი პირობები.

1.1. მონაცემთა დამუშავების წინამდებარე პირობები – პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა (იხ. – პოლიტიკა) მოიცავს ყველა სახის პერსონალურ მონაცემს, რომელიც შპს „თამთინი ბეიქერი“ს შეუძლია მიიღოს მომხმარებლისგან (პირი, რომელიც მონაცემთა მიმოცვლის ფორმას ავსებს ან იყენებს ოფიციალურ ვებგვერდ https://tamtini.ge– ს, სხვადასხვა სერვისებისთვის. აგრეთვე მის ქვედომენებს (საიტი)) როდესაც მომხმარებელი: რეგისტრირდება კომპანიის ვებგვერდზე, გზავნის გამოხმაურებასა თუ შეკითხვას, უკვეთავს სერვისებს, იღებს მონაწილეობას რეკლამას, მარკეტინგულ კამპანიებსა თუ აქციებში და/ან ახორციელებს ან აცხადებს თანხმობას სხვა ურთიერთქმედებაზე მომხმარებელსა და კომპანიას შორის ( სერვისები ).

1.2. ვებ-გვერდზე განთავსებული უკუკავშირის ფორმის შევსების, პირადი ინფორმაციის მითითების, ღილაკებზე “გაგზავნა”, “შეკვეთის გაფორმება“ და/ან “გამოწერა” დაჭერის შემდეგ და /ან ვებგვერდის სხვა სერვისების გამოყენებისას, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას კომპანიის დებულების მიხედვით მისი პირადი მონაცემების დამუშავებასა და გადაცემას პოლიტიკის თაობაზე. აღნიშნული ქმედება მომხმარებლის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში სრული და უპირობოა.

1.3. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება (სრულად ან ნაწილობრივ) ვებგვერდის პოლიტიკას, ან არ სურს პირადი ინფორმაციის გამჟღავნება, უმჯობესია არ გაიაროს რეგისტრაცია, არ შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა და არ გამოიყენოს საიტზე წარმოდგენილი სხვადასხვა სერვისები.

1.4. მომხმარებლის დასტური კომპანიის პოლიტიკის თაობაზე, გულისხმობს: თანხმობას ვებგვერდისა და კომპანიის მფლობელის მიერ მისი პირადი მონაცემების შეგროვების, სისტემატიზირების, შენახვის (განახლება, მოდიფიკაცია), გამოყენების, კომპანიის შიდა სისტემაში ან მომსახურების მომწოდებელთან გადაცემის შესახებ, რაც, თავის მხრივ ავალდებულებს კომპანიას დაიცვას შეთანხმების პირობები პირადი მონაცემების გაცვლის შესახებ. ჩვენ შეიძლება გავუმჟღავნოთ და გადავცეთ კომპანიის ვებ გვერდზე მომხმარებლის მიერ შეყვანილი ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ (!): ჩვენს ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიას, თუ სერვისს, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებს ან ინფორმაციის მომწოდებლებს; ნებისმიერ სხვა (მესამე) პირს ან ორგანიზაციას მომხმარებლის თანხმობით;

1.5. მომხმარებლის მიერ გაცემული თანხმობა ვრცელდება შემდეგ პირად მონაცემებზე: გვარი, სახელი, ელ-ფოსტა; მსმენელის სახელი და გვარი, მსმენელის ასაკი.

1.6.მომხმარებლის თანხმობის ვადა შეუზღუდავია, თუმცა მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააუქმოს ეს თანხმობა ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე: info@tamtini.ge შენიშვნით: “თანხმობის გაუქმება პირადი მონაცემების დამუშავების თაობაზე”.

1.7.კომპანიამ შეიძლება გამოაქვეყნოს დამატებითი დებულებები კომპანიის მიერ შემუშავებული ნებისმიერი/ ზოგიერთი/ახალი ან კონკრეტული მომსახურებისათვის შემდგომში.



2. მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები, რომელსაც კომპანია იღებს და ამუშავებს.

2.1. არსებული პოლიტიკის ფარგლებში, მომხმარებლის პირადი მონაცემები აღნიშნავს:

2.1.1. პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც მომხმარებელი წარმოადგენს ვებგვერდზე რეგისტრაციის(ანგარიშის შექმნა), უკუკავშირის ფორმის შევსების, საიტზე წარმოდგენილი სერვისების ან კომპანიიის მიერ შეთავაზებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში. ვებგვერდი იღებს და აგროვებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც აგზავნით რეგისტრაციის დროს და რომელიც წარმოადგენს: თქვენს სახელს, გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს; მსმენელის სახელს, გვარსა და ასაკს. სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება კომპანიის მფლობელს გადაეგზავნოს, დამოკიდებულია მომხმარებლის სურვილსა და შეხედულებაზე.

2.1.2. სხვა დამატებით ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ. მონაცემების შეგროვებასა და მიწოდებას, რაც დასჭირდება მომხმარებელს კომპანიის სერვისების შესაკვეთად, კომპანიის პოლიტიკის ფარგლებში, რაც მკაფიოდაა აღნიშნული შეკვეთის გაფორმების დროს.

2.2. კომპანია ეყრდნობა, მხოლოდ, მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს და მიიჩნევს მას ავთენტურად.

2.3. კომპანია ეყრდნობა მომხმარებლის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას პერსონალური ინფორმაციის მესამე/ უფლებამოსილი. შეუზღუდავი უფლებების მქონე პირისთვის ან საკუთარი სურვილით გამჟღავნება – გადაცემის შესახებ.

3. Google Analytics.

3.1. ჩვენ ვიყენებთ “Google Analytics” – ის სისტემას საიტის გამოყენების შესახებ, როგორიცაა: ვებგვერდის, ან ვებგვერდის ცალკეული განყოფილებების გახსნის სიხშირე მომხმარებლების მიერ; ინფორმაცია იმ ვებგვერდების შესახებ, რომლიდანაც მომხმარებელმა აღნიშნულ საიტზე გადმოსვლა მოახდინა. Google Analytics აგროვებს, მხოლოდ, იმ IP-მისამართებს, რომლებიც აღნიშნულ იქნა საიტის მონახულების დღეს, მაგრამ არა მომხმარებლის სახელს ან სხვა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას. Google Analytics არ ახდენს IP-მისამართის საფუძველზე მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის მოძიება, შეგროვება, დაჯამებას და არ ახორციელებს მომხმარებლის იდენტიფიკაციას.

3.2. Google Analytics განათავსებს მუდმივ ბმულს თქვენს ვებბრაუზერში, თქვენი, როგორც უნიკალური მომხმარებლის იდენთიფიკაციისთვის ვებგვერდის ყველა შემდგომი ვიზიტის შემთხვევაში. ეს cookie – ფაილები არ შეიძლება იქნას გამოყენებული არავის მიერ გარდა Google, Inc- ისა. cookie – ფაილების მიერ შეგროვებული ინფორმაცია, გადაეცემა Google – ს და შეინახება აშშ-ში კორპორაციის სერვერებზე.

3.3. ჩვენ ვიყენებთ Google Analytics- ის საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას, მხოლოდ, საიტის სერვისების გასაუმჯობესებლად. ჩვენ არ ვავსებთ ჩვენი მომხმარებლების პირად ინფორმაციას Google Analytics- ის საშუალებით მიღებული მონაცემებით.

3.4. Google – ს შესაძლებლობები თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და მესამე პირისთვის გადაცემის შესახებ, რომლებსაც ის Google Analytics -ის საშუალებით აგროვებს თქვენი ამ საიტზე ვიზიტის დროს, შეგიძლიათ მართოთ. თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ Google Analytics – ის ფუნქცია, ამოგიცნოთ და მოახდინოს თქვენი იდენტიფიცირება კონკრეტული ვებგვერდის განმეორებით ვიზიტის დროს: თუ თქვენს ბრაუზერში გამორთავთ Google Analytics – ის cookie – ფაილებს ან გამოიყენებთ შემდეგ ბმულს: Google Analytics -ის ბლოკერი.

4. მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დამუშავების მიზნები.

4.1. კომპანია ამუშავებს მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია სერვისის გასაუმჯობესებლად ან მომსახურების გასაწევად.

4.2. კომპანიას შეუძლია გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:

4.2.1. მხარის იდენტიფიცირება მომსახურების გაწევის ფარგლებში.

4.2.2. მომხმარებლისთვის პერსონიზირებული/მის მოთხოვნებზე მორგებული სერვისის შეთავაზებისთვის.

4.2.3. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ახალი სერვისების შესამუშავებლად.

4.2.4. სტატისტიკური და სხვა კვლევების ჩასატარებლად, რომელიც ეფუძნება უპიროვნო მონაცემებს.

5. მომხმარებლის პირადი მონაცემების მესამე პირისთვის გამჟღავნება.

5.1. მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია არ ექვემდებარება მესამე პირისთვის გამჟღავნებას გარდა შემთხვევებისა, როდესაც ინფორმაცია მუშავდება შეუზღუდავი წვდომის მქონე პირთა მიერ, ან მოითხოვს თავად მომხმარებელი.

5.2. კომპანიას აქვს უფლება მომხმარებლების პირადი ინფორმაცის მესამე პირისთვის გამჟღავნების შესახებ შემდეგ შემთხვევებში:

5.2.1. თუ მომხმარებელმა განაცხადა თანხმობა ასეთ ქმედებებთან დაკავშირებით.

5.2.2. თუ კომპანიას ეკისრება მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გადაცემის ვალდებულება კომპანიისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების, უფლებამოსილებისა და მოვალეობების, განხორციელებისა და შესრულების მისაღწევად.

6. მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვისთვის გატარებული ღონისძიებები.

6.1. კომპანია იღებს ყველა საჭირო ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს, რათა დაიცვას მომხმარებლის პერსონალური მონაცემები არასანქცირებული ან შემთხვევითი ხელმისაწვდომობის, განადგურების, მოდიფიცირების, დაბლოკვის, კოპირებისა და განაწილების, ასევე სხვა უკანონო ქმედებებისგან მესამე პირის მხარიდან.

7. მომხმარების უფლებები და მოვალეობები.

7.1. კომპანია ატარებს გონივრულ ღონისძიებებს კომპანიის მომხმარებლების პირადი მონაცემების სიზუსტისა და აქტუალურობის შესანარჩუნებლად, ასევე ახორციელებს მოძველებული, არასანდო ან ზედმეტი პირადი მონაცემების ამოღებას. თუმცაღა, მომხმარებელი ვალდებულია: უზრუნველყოს საიმედო, სწორი ინფორმაციის მიწოდება და ნებისმიერი განახლების შეტანა პირად მონაცემებში, ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში.

7.2. მომხმარებელს შეუძლია, ნებისმიერ დროს, შეცვალოს (განაახლოს, დაამატოს, შეავსოს, დაბლოკოს, გააუქმოს) მის მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია ან მისი ნაწილი. აგრეთვე, შეცვალოს მისი კონფიდენციალურობის პარამეტრები კომპანიისთვის ოფიციალური მიმართვის/განცხადების გაგზავნის გზით.

7.2.1. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს თანხმობა კომპანიის მიერ მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე კომპანიისთვის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე. წერილი უნდა იქნას გაგზავნილი შემდეგ მისამართზე: info@tamtini.ge და ერთვოდეს წერილობით მოთხოვნა: ” თანხმობის გაუქმება პირადი მონაცემების დამუშავების თაობაზე”. ხოლო, მომხმარებლის მიერ პირადი მონაცემების დამუშავების გაუქმება გულისხმობს: მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებას, აგრეთვე პირადი მონაცემების დამუშავების სისტემებში პერსონალური მონაცემების შემცველი ჩანაწერების განადგურებას.

7.3. მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია კომპანიის მიერ მისი მონაცემების დამუშავების შესახებ.

8. უკუკავშირი. კითხვები და შეთავაზებები.

ყველა შეთავაზება, წინადადება, კითხვა, ცვლილება კომპანიის პოლიტიკის შესახებ მოითხოვეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@tamtini.ge